ჩაბარების ვადა:

26 სექტემბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T183 - ტენდერი სათაო ოფისის დასუფთავების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სათაო ოფისის დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე;

მომსახურების დასახელება:

  • სათაო ოფისის დასუფთავების მომსახურება


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად

შემოთავაზებული ფასები უნდა მოიცავდეს ყველა სახის აღჭურვილობითა და ინვენტარით უზრუნველყოფას, რაც საჭირო იქნება დასუფთავების მომსახურებისათვის

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეათანხმოს თანამშრომლების უნიფორმების დიზაინი სს "საქართველოს ბანკთან"

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 17 სექტემბრიდან – 2014 წლის 26 სექტემბერი ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველი თვის 30 რიცხვამდე
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში პუნქტი #1-ის გასწვრივ
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლებისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 26 სექტემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის რიგის დასუფთავების მომსახურების ტენდერის საიტზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=315&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".