
4 ნოემბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1863 - ინტერესთა გამოხატვა მეორადი საქონლის (ნარჩენების) შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს მოწვევას ინტერესთა გამოხატვის თაობაზე:
ა) ნომრით: # EF-GE /265
ბ) დანიშნულება : ინტერესთა გამოხატვა მეორადი საქონლის (ნარჩენების) შესყიდვაზე.
თანდართულ ფაილში შეგიძლიათ იხილოთ:
- გასაყიდი მეორადი საქონლის ჩამონათვალი და დამატებითი სატენდერო აღწერილობა;
დაინტერესებულმა პირებმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - tenders@ge.anadoluefes.com უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ინტერესთა გამოხატვის განაცხადი, ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული, დასკანერებული სახით, რომელშიც მითითებული იქნება საკონტაქტო ინფორმაციაც (ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ინტერესთა გამოხატვის პირობები:
- დაწნეხილი ქილა, პლასტმასის ბოთლი და პრეფორმა წარმოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
- ხსენებული საქონლის გატანა მოხდება ს.ს. ლომისის ტერიტორიიდან, მცხეთის რაიონი, სოფ. ნატახტარი.
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- მუყაოს ნაჭრები და მეორადი მუყაო წამოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
- საქონლის სხვა დანარჩენი სახეობები შესაძლებელია გაიყიდოს ცალცალკე.
- ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელია საქონლის როგორც ერთ, ისე რამდენიმე ჯგუფზე.
- მოცემული განცხადებით ს.ს. „ლომისს’’ არ ეკისრება ვალდებულება გააფორმოს ხელშეკრულება რომელიმე მონაწილესთან. მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ს.ს. „ლომისი’’-ს უფლებას.
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი".
შემოთავაზების მიღება იწყება 21.10.2016 09:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 04.11.2016 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ სამუშაო საათებში, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა:
გიორგი ედილაშვილი
თეკლა ნოზაძე
ს.ს. ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათავო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 180797
მობ: 577188845
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com