ჩაბარების ვადა:

21 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18658 - ტენდერი რადიატორების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 21 აგვისტო 2023 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან რადიატორები.

გთხოვთ იხილოთ დანართი N1, სადაც წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით.

შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge  2023 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2023 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით
  • განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის სრული დასახელება
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  • მისამართი
  • ტელეფონი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
  • მიწოდების ვადა და პირობები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).

შენიშვნები:page1image60167456.png

  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა.

რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია

საკონტაქტო პირი: მარიამ ხუციშვილი
ტელეფონი: +995 595 231 214
ელ.ფოსტა: Mariam.khutsishvili@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

გამარჯობა, გამომდინარე იქიდან რომ შესყიდვა ხორციელდება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში და აუცილებელ მოთხოვნად განსაზღვრულია ერთი ან რამდენიმეს არსებობის შემთხვევაში მწარმოებელი კომპანიებისა და ბრენდების მითითება გთხოვთ დააკონკრეტოთ რადიატორთა რაოდენობა, შემდგომი ფიტინგები უნდა ვიანგარიშოთ რადიატორთა რაოდენობის მიხედვით თუ სხვა რაოდენობის გჭირდებათ. როგორც ზემოთ აღვნიშნე და თქვენც მითითებული გაქვთ პერიოდული შესრულების შესახებ აუცილებელია მითითებულ იქნას ყველა შესასყიდი პროდუქციის მაქსიმალური ოდენობა რაც შეიძლება დაგჭირდეთ, ამ მოცემულობით და იმის გათვალისწინებით რო 1 წელზე იშლება ეს ხელშეკრულება და ასევე იმის გათვალისწინებით რომ მიწოდების ადგილი არ არის ერთი კონკრეტული მისამართი აუცილებელია მათი მითითება, ყოველშემთხვევაში ჩვენი კომპანიისათვის, რომ გამოვიყვანოთ მინიმალური ფასი ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ორი ნაბიჯი
ორი ნაბიჯი

მოგესალმებით, გთხოვთ მომწერეთ ელ.ფოსტაზე: giorgi.akhalaia@orinabiji.ge ან დამიკავშირდით ტელ. ნომერზე: +995 591 967 410.