
ჩაბარების ვადა:
28 ოქტომბერი 2016, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT1867 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურისთვის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "ნეოგაზი" აცხადება ტენდერს ავტო გაზგასამართი სადგურისთვის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქ. #19.
დართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ სამუშაოების მოცულობა.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
- სამუშაოების შესრულების ვადები.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
დამატებითი მოთხოვნები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 28 ოქტომბრის 15:00 სთ-მდე;
- დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 595 46 48 08; საკონტაქტო პირი ოთარ გოცირიძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.