
17 ნოემბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1895 - ტენდერი შესაფუთი ცელოფნის და სტრეიჯის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #-EF-GE/275
ბ) დანიშნულება: შესაფუთი ცელოფნის და სტრეიჯის შესყიდვა.
შესასყიდი პროდუქტის დეტალური ჩამონათვალი:
- შესაფუთი ცელოფანი 50სმ (60 მიკრონიანი)
- შესაფუთი ცელოფანი 36სმ (60 მიკრონიანი)
- შესაფუთი ცელოფანი 40.5სმ (60 მიკრონიანი)
- სტრეიჯი 50სმ (23 მიკრონიანი)
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- 2017 წლის შესასყიდი სავარაუდო რაოდენობები.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.
ტენდერის პირობები:
- ცელოფნის ნედლეულის ფასის ცვალებადობის გამო, ყოველი თვის დასაწყისში პოტენციურ მომწოდებლებთან გამოიგზავნება ფასების მოთხოვნის ფაილი. მიღებული ფასის შემოთავაზებების მიხედვით დაიგეგმება ყველი თვის შესყიდვა;
- მოთხოვნილი საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას 2017 წლის განმავლობაში; ეტაპობრივად შემკვეთის მოთხოვნისამებრ ოფიციალური შეკვეთის მიღებიდან 1 დღეში;
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 90 დღე.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
შენიშვნა: ახალი მომწოდებელი დადასტურდება მოწოდებული ნიმუშის ტესტირების შემდეგ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი".
შემოთავაზების მიღება იწყება 03.11.2016 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 17.11.2016 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თეკლა ნოზაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი
სათავო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com