
23 ნოემბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1912 - ტენდერი გოფრირებული მუყაოს და გოფრირებული საფენის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #-EF-GE/278
ბ) დანიშნულება: გოფრირებული მუყაოს და გოფრირებული საფენის შესყიდვა.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- დამატებითი ტექნიკური სპეციფიკაციები და 2017 წლის სავარაუდო შესყიდვა;
- ნახაზები და დიზაინები.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.) ლარში;
- მოთხოვნილი საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას 2017 წლის განმავლობაში ეტაპობრივად;
- ასევე მოწოდებულ უნდა იქნას კარდონების ნიმუშები სოფელ ნატახტარში, უსასყიდლოდ, წარმოებაში საანალიზოდ;
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 120 კალენდარული დღე.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი".
შემოთავაზების მიღება იწყება 09.11.2016 17:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 23.11.2016 17:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ლექსო თოთაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს.ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათავო ოფისი, სოფ. ნატახტარი
ტელ: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com