
ჩაბარების ვადა:
25 ნოემბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1920 - ტენდერი პოლიგრაფიულ მომსახურებაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დაემატა შესასყიდი პროდუქტის ნიმუშები თანდართულ ფაილში. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ტენდერს პოლიგრაფიულ მომსახურებაზე.
მომსახურების სახე:
- ა4 ზომის ბლანკების ბეჭდვა პერფორაციით:
ქაღალდის ტიპი 80 გრ. ოფსეტი;
რაოდენობა 1 000 000 ცალი;
ტირაჟი 200 000 ცალი.
- ა4 ზომის ბლანკის ბეჭდვა:
ქაღალდის ტიპი 100 გრამიანი ცარცი;
ბეჭდვა ორფერიანი ან ოთხფერიანი;
რაოდენობა 50 000 ცალი.
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:
- ა4 ზომის ბლანკების ნიმუშები (დანართი N1; დანართი N2)
- კონფიდენციალურობის დაცვისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების დებულება (დანართი N3);
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ბლანკების ნიმუშები;
- ფასები (დღგ–ს ჩათვლით)
- ანგარიშსწორების პირობები;
- მოწოდების ვადები და პირობები;
- შევსებული და ხელმოწერილი დებულება (იხ. დანართი N3);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
- მიმღების დასახელება ( ინფორმაციულ–ტექნოლოგური დეპარტამენტი);
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 25.11.2016 (17:00სთ).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ:
სს „ბაზისბანკი“
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – მელანო კოპლატაძე
სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი - გოჩა ჩოჩოშვილი
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი N1
ტელ.: (+995 32) 2 922 922 (11:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე)
ელ.ფოსტა: tenders@basisbank.ge