
ჩაბარების ვადა:
24 ნოემბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1935 - ტენდერი საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "ნეოგაზი" აცხადება ტენდერს საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- ქუთაისის ავტო გაზგასამართი სადგური: სადგურის დაკავშირება მაგისტრალური გაზსადენის გამანაწილებელ წერტილთან. (მანძილი დაახლოებით 10 კმ.):
1. მშენებლობის ნებართვის აღებისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
2. აზოვითი ნახაზის მომზადება;
3. ტოპოგრაფია;
4. გეოლოგია;
5. მარშრუტზე მოხვედრილი მიწების საკუთრების დადგენა. - ზესტაფონის ავტო გაზგასამართი სადგური: გაზსადენის ალტერნატიული ტრაექტორიის მოძიება (დაახლოებით 1,2 კმ.):
1. მშენებლობის ნებართვის აღებისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
2. აზოვითი ნახაზის მომზადება;
3. ტოპოგრაფია;
4. გეოლოგია;
5. მარშრუტზე მოხვედრილი მიწების საკუთრების დადგენა.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ფინანსური წინადადება დღგ-ს გარეშე.
- სამუშაოების შესრულების ვადები.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
დამატებითი მოთხოვნები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 24 ნოემბრის 17:00 სთ-მდე;
- დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 97 88 18 საკონტაქტო პირი: გიორგი გიორგაძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.