
15 დეკემბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1939 - ტენდერი საკანცელარიო ნივთების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საგა იმპექსი“ წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც მაღაზიათა ქსელი ”საგა”, რომელიც მომხმარებელს გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია და ცხელი წყლის სისტემების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს.
„საგა“-ს ისტორია 1994 წელს დაიწყო. მომსახურებისა და პროდუქციის მაღალი ხარისხით „საგა“-მ ლიდერი კომპანიის სტატუსი დაიმსახურა გათბობა-გაგრილების სფეროებში.
მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი პროდუქცია მომხარებლის ყველა სეგმენტს აკმაყოფილებს. კომპანია საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერია, როგორებიცაა იტალიური- ARISTON, EMMETI, DAB, ფრანგული- ATLANTIC, არგენტინული-LONGVIE, თურქული- DEMIRDOKUM და სხვ. პარტნიორების და მომწოდებლების სია დღეისთვის 40–ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.
შპს „საგა იმპექსი“ აცხადებს ტენდერს: საკანცელარიო ნივთების შესყიდვაზე.
დანართში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- საკანცელარიო საქონლის ჩამონათვალი;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.) ლარში.
- მოთხოვნილი საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას 2017 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, შემკვეთის მოთხოვნისამებრ ოფიციალური შეკვეთის მიღებიდან 1 დღეში;
- მიწოდების ადგილი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის ქ.145
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან და ფაქტურის გამოწერიდან 5 სამუშაო დღე.
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ბელიაშვილის ქ.N145, მე-2 სართული, შპს "საგა იმპექსი"-ს სათავო ოფისი.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 15.12.2016.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნაია გაბელია
ადმინისტრაციის დეპარტამენტი
შპს „საგა იმპქსი“, სათაო ოფისი,
ტელ.: (+99532) 700777
ელფოსტა: n.gabelia@saga.ge ; info@saga.ge