
ჩაბარების ვადა:
22 ნოემბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1940 - ტენდერი გროვული გამოტუტვის მეთოდით ბნელი ხევის ოქროსშემცველი საბადოს გადამუშავების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის შედგენაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს კაუკაზუს მაინინგ გრუპ (CMG) აცხადებს ტენდერს გროვული გამოტუტვის მეთოდით ოქროსშემცველი საბადოს გადამუშავების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის შედგენის მიზნით.
პროექტის განხორციელების ვადებია: 28.11.2016 - 23.01.2017
პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია:
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გზშ-ის ანგარიშის მომზადების სფეროში;
- ძირითადი და დამხმარე პერსონალის/ექსპერტების მონაწილეობა.
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა გრაფიკი) და ღირებულება.
- სატენდერო წინადადებასთან ერთად კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 5 წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია.
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის 1/9.
- ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის მოგვმართეთ ელ.მისამართზე LPirveli@richmetalsgroup.com
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
- კონვერტების მიღების ბოლო ვადაა 22.11.2016.