
ჩაბარების ვადა:
1 დეკემბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1952 - ტენდერი მოსაპირკეთებელი ფილების დაგებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "საქინვესტი” აცხადებს ტენდერს მოსაპირკეთებელი ფილების დაგებაზე.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- 950 კვ. მეტრი ფართობის მქონე ტერიტორიაზე ბაზალტის მოსაპირკეთებელი ფილების დაგება;
- ფილების ფორმა - ძვლის ფორმის;
- ფილების ზომა - 16სმ X 19სმ X 8სმ;
- სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, აგლაძის ქუჩა N 32;
კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სიტუაციის დეტალურად შესასწავლად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და შესრულების ვადები;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
დამატებითი მოთხოვნები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით. წინადადებების წარმოდგენა შესაძლოა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: v_maisuradze@giec.ge და v_tsimakuridze@gig.ge. შესაძლოა წინადადების წარმოდგენა დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 1 დეკემბრის 17:00 სთ-მდე.
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი-50%; შესრულების ვადა - 20%; გამოცდილება - 20%; გადახდის პირობა - 10%.
- დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 26 32 22. საკონტაქტო პირი ლევან კაკოიშვილი; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.