6 დეკემბერი 2023, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T19954 - ტენდერი 2 ზომის ბუნებრივი გრანიტის ქვის შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 24 ნოემბერი 2023 დრო 11:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 6 დეკემბერი 2023 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 2 ზომის ბუნებრივი გრანიტის ქვა შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| პროდუქტი | რაოდენობა | 
| ბუნებრივი გრანიტის ქვა - ზომა 1 | 800 | 
| ბუნებრივი გრანიტის ქვა - ზომა 2 | 800 | 
მახასიათებელი:
| ეკოლოგიურად სუფთა | 
| სიხისტე: 6-7 ერთეული | 
| სიმკვირივე: 3.17 გ/სმ3 | 
| დნობის ტემპერეტაურა: 700 ცელსიუსი | 
| წყლის შეწოვა: 0.2% | 
| დასახელება | ბუნებრივი გრანიტის ქვა - ზომა 1 | 
| სიგრძე | 19სმმ | 
| სიგანე | 28სმმ | 
| სისქე | 13მმ | 
| დასახელება | ბუნებრივი გრანიტის ქვა - ზომა 2 | 
| სიგრძე | 7სმმ | 
| სიგანე | 12სმმ | 
| სისქე | 13მმ | 
მოწოდების ვადა:
- მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად - 2024 წლის იანვარში
 - მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
 - გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნასყიდობის საგნის მოწოდება/დასაწყობება მითითებულ ლოკაციაზე.
 
ანაზღაურება:
მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები)
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
 - დანართი N2- ფასების ცხრილი
 - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება/დასაწყობება; (მისამართი: ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10)
 - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
 
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ვანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 დეკემბერი, 15:00 საათი
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით: 
ლელა ტყეშელაშვილი
+995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
 - 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი