
30 იანვარი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2002 - კონკურსი ბუქსირისა და გადასატვირთი ტექნიკის რეალიზაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" აცხადებს კონკურსს:
ლოტი 1: ბუქსირ „გონიოს“ რეალიზაცია ან გრძელვადიანი იჯარა
ლოტი 2: გადასატვირთი ტექნიკის რეალიზაცია
მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა #15.
შესასყიდი პროდუქტის/მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა #15.
პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) ფასიანი წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:
- პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
- პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
- წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
- საქონლის მიწოდების ვადები და ადგილი 30 სამუშაო დღე
- გადახდის ფორმა ავანსის გარეშე
- ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს.
- პოტენციური მიმწოდებელის სახელმწიფო რეგისტრაციის ცნობა (ასლი)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი)
- ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირების)
- პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების ტექნიკური სპეციფიკაცია
- ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან რუსულ ენებზე.
გამოცხადების თარიღი: 05/12/2016
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 30/01/2016
ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების დეპარტამენტს.
პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.