
ჩაბარების ვადა:
28 დეკემბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2058 - ტენდერი გარემოს დაცვის მონიტორინგის ჩატარების შესახებ
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს გარემოს დაცვის მონიტორინგის ჩატარების შესახებ.
გარემოს დაცვის მონიტორინგის ჩატარება კვარტალში ერთხელ, კერძოდ:
- ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების გაზომვა, მონიტორინგი 14 საკონტროლო წერტილი. (ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები: არაორგანული მტვერი, აზოტის ორჟანგი, ნახშირჟანგი, გოგირდის ორჟანგი, ჭვარტლი, ნახშირწყალბადები, მეთანი, მეთილმერკაპტანი, ტყვია, კადნიუმის ოქსიდი, დარიშხანი, ქრომი, სელენის დიოქსიდი და ნიკელი.)
- ფილტრებისა და სილოსების ეფექტურობის დადგენა.
- ჩამდინარე წყლების ლაბორატორიული კონტროლი შემდეგ ინგრედიეტებზე: შეწონილი ნაწილაკები, ph, აზოტი, საერთო ფოსფორი, ფოსფატები, ჟბმ, ამონიუმის აზოტი, ნიტრიტები, ნიტრატები, შესაბამისად პად-4 პად-5 და პად-6 ფორმების შევსება.
- შესაბამისად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო ფორმების შევსება პად-1, პად-2 და პად-3 და წლიური მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღრიცხვის ფორმის წარმოდგენა.
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება 2016 წლის 28 დეკემბრამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება.
წინადადებას უნდა დაერთოს:
- კომპანიის რეკვიზიტები;
- პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მაილი და ტელეფონის ნომერი;
- შემოთავაზება - განფასება კვარტალურად სამუშაოთა ჩატარების ჯამური ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე;
გაითვალისწინეთ, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით!
ასევე, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე: aalaverdashvili@mina.com.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71700000 მონიტორინგი და კონტროლი