ჩაბარების ვადა:

10 თებერვალი 2024, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T20728 - ფასთა გამოკითხვა კასპის ცემენტის #1 და #2 წისქვილების ავარიული შენობა ნაგებობების დემონტაჟის სამუშაოებზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ფასთა გამოკითხვას კასპის ცემენტის #1 და #2 წისქვილების ავარიული შენობა ნაგებობების დემონტაჟზე.

CM1 CM2 ცემენტის წისქვილების არსებული შენობა-ნაგებობები აგებულია სხვადასხვა დროს 1957 წლიდან. ნაგებობები გეგმაში მართკუთხა მოხაზულობისაა, ზომებით ღერძებში lxb=65.40x20.00 მ. (იხ. აზომვითი ნახაზი). შედგება რამოდენიმე დამოუკიდებელი ნაგებობისაგან. კონსტრუქციულად შენობები ჩარჩოვანია, ჩარჩოს სვეტების განივკვეთებია bxh=50x50 და bxh=50x60 სმ. გადახურვებად გამოყენებულია მონოლითური რკინაბეტონის წიბოვანი (რიგელიანი) ფილები. რიგელების განივი კვეთებია bxh=30x50 და bxh=30x40 სმ. გადახურვის მონოლითური რკინაბეტონის ფილის სისქე h=15 სმ.

თითქმის ყველა ნაგებობას აღენიშნება დაზიანებები, რომლებზეც სხვადასხვა დროს საექსპერტო შეფასებებიცაა დაწერილი. რისკების აღმოფხვრის მიზნით, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას ხემძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, საექსპერტო შეფასების თანახმად გარკვეული ნაგებობების სრულ დემონტაჟზე, გარკვეული ნაგებობების ავარიული კვანზების დემონტაჟსა და აღდგენაზე.

ნაგებობა პირობითად შეგვიძლია დავყოთ შემდეგ დამოუკიდებელ შენობად:

  • CM1 CM2 -ის ახალი ფილტრების შენობა ნაგებობა
  • CM1 -ის ძველი ფილტრის შენობა ნაგებობა გადახურვის ფილით
  • დემონტირებული წისქვილებისფილტრების შენობა ნაგებობა #1
  • დემონტირებული წისქვილებისფილტრების შენობა ნაგებობა #2
  • CM2 წისქვილის მიმღებები ხვიმირის და თაბაშირის ხვიმირის ნაგებობა
  • CM1 წისქვილის და ძველი დემონტირებული წისქვილების მიმღები ხვიმირრების ნაგებობა

თითოეულ ნაგებობაზე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოები მოცემულია თანდართულ ფაილში.

ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფი არის ერთერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე და საქართველოში წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხილ მწარმოებელს. მსოფლიოს მაშტაბით კომპანიას ყავს 60,000 დასაქმებული 60-ზე მეტ ქვეყანაში.

მეტი ინფორმაცია ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: www.heidelbergcement.com

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • ცემენტის #1 წისქვილის კლინკერისა და დანამატის ხვიმირების დემონტაჟი მათი საყრდენი კონსტრუქციით
  • ცემენტის #1 წისქვილის გადახურვის ფილის დემონტაჟი
  • დემონტირებული წისქვილების ფილტრების შენობა ნაგებობა #1-ის სრული დემონტაჟი და მისი ძირის ნიშნულის ექსკავაცია სამშენებლო ნარჩენების გატანით, ცემენტის #1 წისქვილის იატაკის ნიშნულამდე.
  • CM1 -ის ძველი ფილტრის შენობა ნაგებობის მაღლივი ნაწილიდან არსებული მოწყობილობების გამოტანა და სამშენებლო ნარჩენებიდან და მტვერიდან გასუფთავება
  • CM1 CM2 -ის ახალი ფილტრების შენობა ნაგებობის შემვსებელი ბლოკის კედლების დემონტაჟი
  • CM1 CM2 -ის ახალი ფილტრების შენობა ნაგებობის სახურავის გასუფთავება ნადები მტვერიდან
  • CM1 -ის ძველი ფილტრის შენობა ნაგებობის მაღლივი ნაწილის შემვსებელი ბლოკის კედლების დემონტაჟი
  • CM1 -ის ძველი ფილტრის შენობა ნაგებობის სახურავის გასუფთავება ნადები მტვერიდან

დეტალურად სადემონტაჟო სამუშაოები აღწერილია დანართში

თანდართული დოკუმენტები:

  • სავარაუდო მოცულობების უწყისი
  • სადემონტაჟო სამუშაოების მოცულობები
  • მოთხოვნები შრომის უსაფრთხოებაზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერი ტარდება Ariba სისტემაში: Ariba Spend Management დასარეგისტრირებლად გთხოვ შებრძანდეთ ლინკზე.
  • კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით მეილზე: vladimer.surguladze@heidelbergcement.ge

წინადადებების მიღების საბოლოო ვადა10.02.2024– 12:00 საათი, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე:
HeidelbergCement Georgia Ltd
21 ალ. ყაზბეგის გამზირი
0160 თბილისი, საქართველო

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

ვლადიმერ სურგულაძე:
ტელ: +995 595 810 505
vladimer.surguladze@heidelbergcement.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ირაკლი სადუნიშვილი
ტელ: +995 577 509705
irakli.sadunishvili@heidelbergcement.com  

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები