ჩაბარების ვადა:
        
    15 იანვარი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2113 - ტენდერი საფულე ჩეკის წიგნაკების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 15 იანვარი 2017 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს საფულე ჩეკის წიგნაკების შესყიდვაზე.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თვის ვადით.
 - ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა მიაწოდოს ბანკს ნიმუშები სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა) ვლადიმერ სიჭინავას სახელზე.
 - ყოველთვიური მინიმალური შეკვეთის რაოდენობა განისაზღვრება 1000 ერთეულით;
 - მოწოდების ვადა - მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღე.
 
საფულე ჩეკის წიგნაკის დეტალური სპეციფიკაცია:
- ექსკლუზიური ნუმერაცია;
 - სხვადასხვა სახის დამცავი ბადე (გარდამავალი ორნამენტებით)
 - ექსკლუზიური ბადე, რომელზედაც რელიეფის ეფექტით გამოსახულია ბანკის ლოგოტიპი;
 - ფონი წარმოადგენს მიკროშრიფტისაგან შემდგარ ხაზებს, სადაც იკითხება: საქართველოს ბანკი;
 - ფონზე გამოყენებული ელემენტები უნდა შესრულდეს უხილავი საღებავით, რომლებიც ანათებს ულტრაიისფერი დასხივებისას;
 - საკონტროლო ნიშანი, რომელზედაც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება კონკრეტული ბანკის ლოგოტიპი ან აბრევიატურა;
 - ექსკლუზიური ქაღალდი წყლის ნიშნით 100 10 გრ/მ ;
 - ექსკლუზიური ქაღალდი ხილული ფიბრით;
 - ექსკლუზიური ქაღალდი უხილავი ფიბრით;
 - სურათი იხილეთ თანდართულ ფაილში;
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - დეტალური შეთავაზება: სატენდერო წინადადების ფასი, მოწოდების ვადები და ა.შ;
 - წარმოდგენილ უნდა იქნას სათანადო საინფორმაციო მასალები, აღწერილობა, ბროშურები, ხარისხის სერთიფიკატები და სხვა;
 
სხვა პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 13 იანვრიდან – 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელმა გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: 599 740041 ლადო სიჭინავა.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 იანვარი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=688&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
 - 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა