ჩაბარების ვადა:
        
    30 იანვარი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2141 - ტენდერი ფულის მთვლელების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 30 იანვარი 2017 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს მონეტების სათვლელი მანქანების შესყიდვაზე.
მონეტების სათვლელი მანქანა - 35 ცალი
მოთხოვნები:
- სასურველი მოდელი - Scan coin 303;
 - თვლის სიჩქარე მინიმუმ 1800 მონ/წთ;
 - მიმწოდებელი მოწყობილობა უნდა იტევდეს მინიმუმ 1000 მონეტას;
 - მიმღები მოწყობილობა უნდა შედგებოდეს ნამდვილი და საეჭვო კატეგორიის ჯიბეებისაგან;
 - თვლა უნდა ხორციელდებოდეს ერთი ნომინალის არჩევით მექანიკური გადასართავების მეშვეობით;
 - თვლის ელექტრონული სისტემა არანაკლებ 6 თანრიგიანი ინდიკატორით;
 - წინასწარ დაპროგრამებულ რაოდენობაზე ავტომატური გაჩერება;
 - კვება: ერთფაზიანი ძაბვა 220–240 ვოლტი +–10%. სიხშირე 50 ჰერცი +– 5%.
 
გარანტიები:
- საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა;
 - საგარანტიო პერიოდის განმავლობაში სათადარიგო და ადვილად ცვეთადი ნაწილებით უფასო მომარაგება;
 - მანქანების სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება განთავსების ადგილზე;
 - 5 წლის განმავლობაში სათადარიგო ნაწილებით მომარაგება თითქმის უცვლელ (სტაბილურ) ფასებში.
 
ფულის სათვლელი აპარატი - 100 ცალი
მოთხოვნები:
- სასურველი მოდელი - EB 300, MSB 30 ან Magner 35;
 
გარანტიები:
- საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა;
 - საგარანტიო პერიოდის განმავლობაში სათადარიგო და ადვილად ცვეთადი ნაწილებით უფასო მომარაგება;
 - მანქანების სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება განთავსების ადგილზე;
 - 5 წლის განმავლობაში სათადარიგო ნაწილებით მომარაგება თითქმის უცვლელ (სტაბილურ) ფასებში.
 
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
 - მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word ფორმატში:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთი არსებობის შემთხვევაში)
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლედ აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია, დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში).
 - გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, დეტალური აღწერის მიხედვით: პუნქტი #1 - მიეთითება მონეტების სათვლელი მანქანის ღირებულება, პუნქტი #2 - ფულის სათვლელი აპარატის;
 - გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 23 იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით;
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება.
 - კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".
 - განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულების დღეს (14:00 საათიდან).
 
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ლადო სიჭინავას - 599 74 00 41
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 იანვარი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=693&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა