ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21487 - ტენდერი ავტომობილების ნაწილებისა და ავტო-ტექ მომსახურეობის შესყიდვაზე - აღმოსავლეთ საქართველო

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2006 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ახდენს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.

ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 17 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff, Stolichnaya, და სხვა.

პირობები:

  • შესყიდვის ობიექტია ავტომობილების ნაწილებისა და ავტო-ტექ მომსახურების შესყიდვა თანდართული ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით - საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით;
  • მომსახურების შესყიდვის პერიოდი: 01.05.2024 – 01.05.2025;
  • სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 20.04.2024 18:00 საათი;
  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში;
  • კომპანია იტოვებს უფლებას, ტენდერის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში გამოაცხადოს გამარჯვებული.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილები ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ღირებულებას, მოწოდების ვადას და გადახდის პირობას).
  • ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

დამატებითი პირობა:

გთხოვთ, დალუქული კონვერტის გარდა, რომელსაც წარმოადგენთ მისამართზე - თემქა, ისაკიანის 1, თქვენი კომერიცული წინადადება ასევე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: v.beshkenadze@gdl.ge, m.kvaratskhelia@gdl.ge მნიშვნელოვანია, რომ ექსელის ფაილს დაადოთ პაროლი, რომელიც მითითებული იქნება თქვენ მიერ წარმოდგენილ დალუქულ კონვერტში.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი. ისაკიანის ჩიხი #1.
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: მარიამ კვარაცხელია
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1
ელ. ფოსტა: m.kvaratskhelia@gdl.ge
ტელ.: +995 551 59 63 06

საკონტაქტო პირი: ვასილ ბეშკენაძე
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1
ელ. ფოსტა: v.beshkenadze@gdl.ge
ტელ.: +995 551 31 20 97

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები