ჩაბარების ვადა:

5 აპრილი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T21611 - ტენდერი სარესტავრაციო კვლევითი დოკუმენტის მომზადებაზე (#28/03-Erisioni-RestDoc-24)

ტენდერის აღწერილობა:

შპს „შემოქმედებითი ცენტრი ერისიონი“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე N16-ში მდებარე ოფიცერთა სასახლის სარესტავრაციო კვლევითი დოკუმენტის მომზადებაზე. (#28/03-Erisioni-RestDoc-24)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. 

მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი N16

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).

აუცილებელი პირობები:

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ანაზომებისა (რომელიც დასაზუსტებელია შემსრულებლის მხრიდან) და სამუშაოთა ჩამონათვალის ფაილები, ასევე მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ ფოტომასალა - https://we.tl/t-S6STE56EW2 (დანართი N1, დანართი N2, დანართი N3), რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალექსნადრე ყაზბეგის გამზირი N2. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „შოთა რუსთაველის გამზირზე N16-ში მდებარე ოფიცერთა სასახლის სარესტავრაციო კვლევითი დოკუმენტის მომზადება“ და ნომერი - #28/03-Erisioni-RestDoc-24, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 05 აპრილი, 17:00 სთ;
შეთავაზების ვალუტა: ლარი.

ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:

გიორგი ძიძიკაშვილი
ტელ: 555 19 21 25

ტენდერის კატეგორია:

  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება