ჩაბარების ვადა:

8 აპრილი 2024, 12:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21612 - ტენდერი საზომი ხელსაწყოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/ნ 203828313), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საზომი ხელსაწყოების შესყიდვაზე.

1.2 შესყიდვის ობიექტის აღწერა, რაოდენობა/მოცულობა:

გარდაბნის გამწმენდი ნაგებობისთვის შესასყიდი მასალების აღწერა და რაოდენობა იხილეთ დანართებში N1.

1.3 განფასება:

განფასების წარმოსადგენად პრეტენდენტმა უნდა შეავსოს დანართი N1

1.4 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ფორმა, ადგილი და ვადა:

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა მოხდეს დამკვეთის საწყობში შემდეგ მისამართზე: თბილსრესის მიმდებარე ტერიტორია, გარდაბანი, საქართველო.

ზუსტი ლოკაცია იხილეთ ლინკზე:

https://maps.app.goo.gl/nSU8UUfBnWEAFEZh9?g_st=iw

შესყიდვის ობიექტის მიწოდება სასურველია მოხდეს ხელშეკრულების გაფორმაბიდან 3 კვირის ვადაში. გთხოვთ მიუთითეთ მიწოდების ვადა შემოთვაზებაში.

1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

მოწოდებული მასალის  საგარანტიო ვადა განისაზღვრება  24 (ოცდაოთხი) თვის ვადით.

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით, პროდუქტის  მიწოდების შემდეგ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. უცხოური ვალუტის შემთხვევაში ანგარიშსწორება იწარმოება ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად (ადგილობრივი კომპანიებისათვის).

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • შევსებული დანართი N1 - კომერციული წინადადება
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ხელი უნდა მოაწეროს ამ დოკუმენტს და ატვირთოს შემოთავაზებასთან ერთად tenders.ge-ზე.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • პრეტენდეს უნდა შეეძლოს წარმოადგილონს შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური პასპორტები შემსყიდველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.7 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.8 ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

1.10  სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ამერიკულ დოლარსა და ევროში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ანშეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

არსებული დოკუმენტის დანართები:

დანართი N1 - “Annex 1 - დანართი N1 - Price List”

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 8 აპრილი, 12:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: N.A
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შესყიდვების წარმომადგენელი:

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1303); 595 226 694

საკონტაქტო პირი: ნიკა ცუცქირიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ntsutskiridze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1148); 574 10 62 63

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:

გიორგი ჩხაიძე
gchkhaidze@gwp.ge
ტელ: +995 598143010

შალვა ტაბუცაძე
stabutsadze@gwp.ge
ტელ: +995 595888361

დიეგო ელიავა
deliava@gwp.ge

Mob: +995 595125636

ტენდერის კატეგორია:

  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 აპრილი 2024 დრო 12:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა