ჩაბარების ვადა:

17 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T21966 - ტენდერი სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

Tenders.ge პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ანონიმურ ტენდერს სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვაზე.

წინამდებარე ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული კომპონენტები და თანმდევი სამუშაოები შემსყიდველს ჩაბარდება ორ ეტაპად, შემდეგი ვადების დაცვით:

I ეტაპი - 2024 წლის 23 დეკემბრამდე;
II ეტაპი - 2025 წლის 31 ივლისამდე.

პირველი ეტაპი:

  • A ტიპის კომუტატორი რაოდენობა 6 (ექვსი)
  • A ტიპის უსადენო წვდომის წერტილი Რაოდენობა 5 (ხუთი)
  • B ტიპის უსადენო წვდომის წერტილი Რაოდენობა 5 (ხუთი)
  • A ტიპის უსადენო წვდომის წერტილის კონტროლერი რაოდენობა 1 (ერთი)
  • С ტიპის კომუტატორი რაოდენობა 2 (ორი)
  • ქსელური ტრანსივერები
  • მონაცემთა ცენტრის მოწყობა

მეორე ეტაპი:

  • ჰიპერ-კონვერგენტული პროგრამულ-აპარატურული კომპლექსი
  • ტექნიკური მოთხოვნები ჰიპერ-კონვერგენტული პროგრამულ-აპარატული კომპლექსის კვანძებთან
  • მონაცემთა რეზერვირების სისტემა
  • მონაცემთა რეზერვირების პროგრამული უზრუნველყოფა
  • ბრანდმაუერი A ტიპის
  • ბრანდმაუერი B ტიპის
  • B ტიპის კომუტატორი რაოდენობა 2 (ორი)
  • ქსელური ტრანსივერები

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები (I და II ეტაპი):

  • მომწოდებელმა კომპანიამ უნდა განახორციელოს გადაწყვეტილების სრული ინტეგრაცია.
  • პრეტენდენტს კომპანიას A, B და C ტიპის კომუტატორებზე და A, B ტიპის უსადენო წვდომის წერტილებზე და A ტიპის უსადენო წვდომის წერტილის კონტროლერზე უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული ტექნოლოგიების (ქსელური ინფრასტრუქტურის და კომპლექსური უსაფრთხოები) სპეციალიზაცია, რაც უნდა დასტურდებოდეს შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებლის მიერ გაცემული წერილით.
  • მოწოდებული საქონელი (მისი ყველა კომპონენტი) უნდა იყოს ახალი (არ უნდა იყოს მეორადი გამოყენების);
  • ჰიპერ-კონვერგენტული ინფრასტრუქტურის კრიტიკულობიდან გამომდინარე, პრეტენდენტს კომპანიას შტატში უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი მწარმოებლის მიერ სერთიფიცირებული ინჟინერი.
  • ჰიპერ-კონვერგენტული ინფრასტრუქტურის კრიტიკულობიდან გამომდინარე, პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი წარმატებულად დასრულებული პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე. პრეტენდენტმა გამოცდილების დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

განაცხადზე სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 17 მაისის 18:00 საათი.

დაინტერესებულმა პირებმა შეთავაზება უნდა გამოგზავნონ ელ.ფოსტაზე: info@tenders.ge ( სათაურში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ტენდერის დასახელება: T21966 - ტენდერი სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვაზე)

ტენდერის კატეგორია:

  • 32400000 ქსელები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები

დოკუმენტაცია