ჩაბარების ვადა:

13 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T22078 - ტენდერი არსებული სერვერული ინფრასტრუქტურის გაფართოების, მწარმოებლის მხარდაჭერის და გარანტიის განახლების შესახებ

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს - არსებული  სერვერული ინფრასტრუქტურის გაფართოების, მწარმოებლის მხარდაჭერის და გარანტიის განახლების თაობაზე.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (ე.წ. MAF –Manufacturer Authorization Form)
  • საქართველოში უნდა არსებობდეს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მინიმუმ ორი ავტორიზებული სერვის-ცენტრი. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.
  • პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს არსებული ჰიპერ-კონვერგენტული ინფრასტრუქტურის სპეციალიზირებული მოწყობილობის (VxRail-ის) ინსტალაციაზე მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული თანამშრომელი (ინჟინერი). ამის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წამოადგინოს სერტიფიკატის ასლი და ცნობა დამსაქმებელი კომპანიიდან.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ფასთა ცხრილი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით)
  • პროდუქტის შესახებ დეტალური ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა (დანართი N1-ტექნიკური დავალების მიხედვით)
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
  • კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

აუცილებელი პირობა :

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით .

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.
პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ . 

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია .

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 13 მაისის 18:00 სთ-მდე
  • შეთავაზების ვალუტა: N/A
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:

დიანა კოკოლიშვილი
ელ.ფოსტა: diana.kokolishvili@terabank.ge
ტელეფონი: 255 00 00 / (შიდა 2008)
მობ: 599547702

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 აპრილი 2024 დრო 09:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა