ჩაბარების ვადა:

16 მაისი 2024, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T22125 - ფასთა გამოკითხვა კასპის მექანიკური საამქროს სახურავის შეცვლის სამუშაოებზე არსებული პროექტის მიხედვით

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 16 მაისი, 13:00 საათი.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას კასპის მექანიკური საამქროს სახურავის შეცვლის სამუშაოებზე არსებული პროექტის მიხედვით.

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას კასპის ცემენტის ქარხანაში არსებული მექანიკური საამქროს გადახურვა შესრულებულია მეოცე საუკუნის 50-60-იან წლებში. გადახურვა შესრულებულია ხის კოჭების კონსტრუქციაზე ე.წ. შიფერით. გადახურვა მოძველებულია როგორც ფიზიკურად ასევე მორალურად, ამასთან გადახურვას საკმაო სისქის საწარმოო მტვერი ადევს რაც ასევე ზრდის გადახურვის დაზიანების რისკებს. საწარმოოს ხემძღვანელობის გადაწყვეტილებაა რომ მთლიანად მოიხსნას არსებული გადახურვა, მზიდი ხის კონსტრუქციის ჩათვლით, და მოეწყოს ახალი მეტალის კონსტრუქცია რომელიც დაიფარება ლითონის პროფილირებული ფურცლებით. აღნიშნული ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს არსებული გადახურვის შეცვლის სემუშაოები, კერძოდ , რომელიც უნდა მოიცავდეს:

  • მექანიკური საამქროს არსებული სახურავის მთლიანად დემონტაჟს
  • დემონტირებული სამშენებლო ნაგავის გატანა ქარხნის ტერიტორიიდან და განთავსება სამშენებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე
  • არსებული პროექტის მიხედვით ახალი სახურავის კონსტრუქციის დამზადება მოწოდება
  • პროექტის მიხედვით სახურავის კონსტრუქციის საყრდენი რკინაბეტონის სარტყელის მოწყობას
  • პროექტის მიხედვით ახალი სახურავის კონსტრუქციის მონტაჟს
  • სახურავის გადახურვის ე.წ პროფილირებული ფურცლების მოწოდება (მინ. სისქე 0.8მმ)
  • სახურავის ლითონის პროფილირებული ფურცლებით დაფარვა

ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფი არის ერთერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე და საქართველოში წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხილ მწარმოებელს. ქვეყნის მაშტაბით კომპანიას ყავს 6000 დასაქმებული.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

დამკვეთის მოთხოვნები:

  • სამუშაოები უნდა შესრულდეს ქვეყანაში და ჰაიდელბერგ ცემენტის ჯგუფში არსებული შრომის უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად.
  • სამუშაოების დაწყებამდე კონტრაქტორმა უნდა მოგვაწოდოს სამუშაოების ორგანიზაციის პროეტი და რისკების შეფასება
  • სამუშაო უდა შესრულდეს სამ ეტაპად:
    - პირველი ეტაპი: ძირითადი საამქროს სახურავის ნახევარის დემონტაჟი და მონტაჟი
    - მეორე ეტაპი: ძირითადი საამქროს სახურავის მეორე ნახევარის დემონტაჟი და მონტაჟი
    - მესამე ეტაპი: მექანიკური საამქროს დამხმარე სათავსოების სახურავის დემონტაჟი მონტაჟი
  • შემსრულებელმა უნდა აწარმოოს კანომდებლობით მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია, როგორც შრომის უსაფრთხოების ასევე ტექნიკური ზედამხედველობის მხრივ.

შესრულებული სამუშაოები თანხვედრაში უნდა იყოს ჰაიდელბერგცემენტის შიდა პროექტირების სტანდარტებისა და კრიტერიუმებისა და ქვეყანაში არსებული ყველა მოქმედ სტანდარტთან და მოთხოვნასთან.

აუცილებელია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი წინადადების მოცემამდე.

შემსრულებელმა წინადადებაში უნდა მოგვაწოდოს:

  • სამუშაოების დეტალური განფასება (აუცილებელი პირობაა რომ სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულება გამოყოფილი იყოს ცალკე)
  • სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმაგრაფიკი

ყველა ზემოთ მითითებული სამუშაო უნდა ჩატარდეს ტექნიკური დავალების და ადგილობრივი მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი მოცულობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სამუშაოების შესრულების ადგილი:  კასპის ცემენტის ქარხანა.
  • სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
  • გადახდის პირობებისამუშაოების დასრულების შემდეგ (ან ეტაპობრივად), მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე
  • ტექნიკური მოთხოვნებითანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 16.05.2024, 13:00 საათი, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე:

HeidelbergCement Georgia Ltd
21 ალ. ყაზბეგის გამზირი 
0160 თბილისი, საქართველო

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

ვლადიმერ სურგულაძე
ტელ: +995 595 810 505
ელ.ფოსტა: vladimer.surguladze@heidelbergcement.com 

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ირაკლი სადუნიშვილი
ტელ: +995 577 509705
ელ.ფოსტა: irakli.sadunishvili@heidelbergcement.com  

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

თანდართული დოკუმენტები:

  • ჰაიდელბერგცემენტის შიდა პროექტირების სტანდარტები და კრიტერიუმები (DCS).
  • სახურავის ცვლილების დეტალური პროექტი
  • მოთხოვნები შრომის უსაფრთხოებაზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები