ჩაბარების ვადა:

22 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T22168 - ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ აცხადებს ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვის შესახებ.

მიზანი:

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს ზემოთ აღნიშნული კომპანიის მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ სთავაზობს მიიღოს მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერში: პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვის თაობაზე, მოთხოვნების მიხედვით მასში ცვლილებების განხორციელებაზე და ტექნიკურ მხარდაჭერაზე. რაზეც გაფორმდება სალიცენზიო, ცვლილების და მომსახურების ხელშეკრულებები.

ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს (ფიზიკური პირები და ინდ მეწარმეები არ განიხილება) 

შერჩევის პროცესი:

შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2024 წლის 22 მაისი.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები;
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება;
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 
     - ტენდერის გამოცხადება - 8 მაისი 2024 წელი
     - სატენდერო წინადადებების მიღება - 22 მაისი 2024 წელი
     - გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 29 მაისი 2024

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას ზემოთ აღნიშნული კომპანიისთვის.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქტი და მომსახურება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

წესები და კითხვები:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 3 თვის განმავლობაში;
  • პროგრამული უზრუნველყოფის სალიცენზიო ფასი უნდა იყოს ფიქსირებული და მოქმედებდეს დანერგვიდან მინიმუმ 24 თვის განმავლობაში;
  • პროგრამული უზრუნველყოფის საინტეგრაციოდ აუცილებელი რესურსის გამოყენების ფასი უნდა იყოს ფიქსირებული სრულად ინტეგრაციის პროცესის დასრულებამდე;
  • პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა გააჩნდეს ე.წ. დემო ვერსია სადაც შესაძლებელი იქნება სატენდერო წინადადებით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება/ტექსტირება ხელშეკრულების გაფორმებამდე.;
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა. 

გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია.
გთხოვთ გაეცნოთ დანართს და შეთავაზება გადმოგვიგზავნოთ Pdf ფორმატში.

შემოთავაზება: 

შერჩევა ტარდება დანართი 1 -ით განსაზღვრული მოთხოვნების და სპეციფიკაციების შესაბამისად.

კრიტერიუმები: 

პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • პროგრამული უზრუნველყოფის არსებული შესაძლებლობები;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაციის სიმარტივე;
  • პროგრამული უზრუნველყოფის მდგრადობა;
  • სისტემაში რეალიზებული მოდულების/პროცესების ცვლილებების მოქნილობის ხარისხი;
  • პროგრამული უზრუნველყოფის სალიცენზიო ფასი;
  • პროგრამული უზრუნველყოფის საინტეგრაციო რესურსის ფასი;
  • პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ფასი.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • მინიმუმ 2 საქართველოში მოქმედი კომპანიის საკონტაქტო პირების და მათ საკონტაქტო დეტალების შესახებ ინფორმაცია, სადაც დანერგილია შესაბამისი სისტემა და დააორგანიზოს მათთან რეფერენს ვიზიტები;
  • ინფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის დემო ვერსიის გამოყენების შესაძლებლოების შესახებ: მისამართი, მომხმარებლის მონაცემები და ფუნციონალური აღწერა.

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ უფლებამოსილია საკვალიფიკაციო დოკუმენტაციაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  • რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
  • დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

სხვა: 

შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია: დანართი 1

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 22 მაისი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
a.vashadze@aldagi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 მაისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა