
22 თებერვალი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2242 - ტენდერი საწვავით უზრუნველყოფაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საწვავით უზრუნველყოფაზე.
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კვალიფიციული კომპანია რომელთანაც გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება საწვავის მოწოდებაზე.
2017 წლის მანძილზე შესაძენი საწვავის საპროგნოზო რაოდენობებია:
საწვავის ტიპი | ლიტრი |
პრემიუმი ტალონებით | 21000 |
პრემიუმი პლასტიკურით | 60000 |
ევრო დიზელი პლასტიკურით | 3000 |
ევრო დიზელი ტალონებით | 4000 |
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი.
- ბენზინ-გასამართი სადგურების ფართო ქსელი თბილისში და რეგიონებში.
აუცილებელი მოთხოვნა:
ლოტი #1
- ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით. თითოეული ტიპის საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათები და ტალონებით მომსახურების სერვისი.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- ფასდაკლების ღირებულება (თითოეული ტიპის საწვავზე);
- საწვავის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
- ავტო გასამართი სადგურების ჩამონათვალი და ლოკაციები;
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება იგზავნება სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით, ტენდერში მონაწილე კომპანიის საკონტაქტო დეტალების და ტენდერის დასახელების მითითებით: თბილისი 0103, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3 . წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 22 თებერვალი (18:00 სთ-მდე).
ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა ჭანტურიძეს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა 1153).
ტენდერის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: andro.tatishvili@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა 2008).
ტენდერის კატეგორია:
- 09100000 საწვავი