
22 თებერვალი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2243 - ტენდერი კარტრიჯების დამუხტვასა და მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს კარტრიჯების დამუხტვა და მომსახურებაზე.
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება (1 წლის ვადით).
შეფასების კრიტერიუმია:
- ფასი;
- მომსახურების ხარისხი;
- მოწოდების პირობები;
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:
- ფასთა ცხრილი და მომსახურების პირობები;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;
პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს
- აღნიშნულ სფეროში გამოცდილება მინ. 3 წელი;
აუცილებელი პირობა
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე;
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:
- ფასთა ცხრილი. (შევსებული თანდართული ფაილის შესაბამისად), ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (კარტრიჯების ფილიალებიდან წამოღება/მიტანა)- სასურველია კომპანიის ბლანკზე, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ბეჭდით.;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
- ტონერების წარმოების ხარისხის დამდასტურებელი სერტიფიკატები: 9001:2008 და 14001:2004
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „ტენდერი კარტრიჯების დამუხტვა და მომსახურებაზე”;
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის, 22 თებერვალი (18:00 საათი).
ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდეთ გიორგი აბიათარს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: George.abiatari@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა:2020).
ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Andro.Tatishvili@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა 2008).
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები