11 ივნისი 2024, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T22506 - ტენდერი სწრაფი გადახდის აპარატის ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 30 მაისი 2024 დრო 17:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 11 ივნისი 2024 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სწრაფი გადახდის აპარატის ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| # | სამუშაოს აღწერა | სავარაუდო წლიური შესასყიდი რაოდენობები | 
| 1 | ტრანსპორტირება - 50 კმ-მდე (რაოდენობა 1 ტრანსპორტირებისას 6-დან 15 ცალამდე) | 45 | 
| 2 | ტრანსპორტირება - 100 კმ-მდე (რაოდენობა 1 ტრანსპორტირებისას 6-დან 15 ცალამდე) | 45 | 
| 3 | ტრანსპორტირება - 200 კმ-მდე (რაოდენობა 1 ტრანსპორტირებისას 6-დან 15 ცალამდე) | 45 | 
| 4 | ტრანსპორტირება - 300 კმ-მდე (რაოდენობა 1 ტრანსპორტირებისას 6-დან 15 ცალამდე) | 45 | 
| 5 | ტრანსპორტირება - 400 კმ-მდე (რაოდენობა 1 ტრანსპორტირებისას 6-დან 15 ცალამდე) | 45 | 
| 6 | Paybox-ის დემონტაჟი (რაოდენობა 1 ტრანსპორტირებისას 6-დან 15 ცალამდე) | 45 | 
| 7 | Paybox-ის მონტაჟი (რაოდენობა 1 ტრანსპორტირებისას 6-დან 15 ცალამდე) | 45 | 
სატენდერო მოთხოვნები
- პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირებას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დამხმარე პერსონალის გამოყოფას და ტრანსპორტირების განხორციელებას პრეტენდენტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანებით;
 - მომსახურების მოქმედების ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით. კონტრაქტის გაფორმების ფაზაზე, შესაძლებელია 1 წლით ავტომატური განახლების პირობის პირობის გათვალისწინება.
 - პრეტენდენტი პასუხისმგებელია ტრანსპორტირების დროს კომპანიის ქონების დაკარგვა/დაზიანება/განადგურებაზე;
 - მომსახურების საფასური მოიცავს როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში სატვირთო მანქანის საჭიროების ხარჯს.
 - ტრანსპორტირების დროს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება;
 - კომპანიის მოთხოვნის არსებობის შემთხვევში 3.5-10 ტონამდე ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილები;
 - გააფორმოს ყოველ შესრულებაზე მიღება-ჩაბარებები, სადაც განსაზღვრული იქნება ინვენტარის ჩამონათვალი და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს ტრანსპორტირება; იმ შემთხვევაში, თუ ინვენტარს ექნება აღქმადი დეფექტები, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს დასტიკერება, რომ დაზიანებულია, დაასურათოს და მიაწოდოს ბანკს შესაბამისი ინფორმაცია. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, პრეტენდენტმა არ უნდა უზრუნველყოს მსგავსი დეფექტიანი ინვენტარის ტრანსპორტირება;
 - ტრანსპორტირებაზე და სხვა დამატებით მომსახურებაზე მზადყოფნა 24/7-ზე;
 - ანაზღაურება - ყოველთვიურად მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში
 
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
დანართი N2- ფასების ცხრილი
ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 06/06/2024 18:00 საათი
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 11 ივნისი, 15:00 საათი;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
 - 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა