
2 მარტი 2017, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT2252 - ტენდერი ფეთქებადუსაფრთხო ელ. ძრავების კაპიტალური რემონტისა და სხვადასხვა დეტალების დამზადებასა და შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს სხვადასხვა ტიპის ფეთქებადუსაფრთხო ელ. ძრავების კაპიტალური რემონტისა და სხვადასხვა დეტალების დამზადებასა და შესყიდვაზე 17/02-NEO-S/MR-17
ტენდერი იყოფა ორ ლოტად:
ლოტი N1: ფეთქებადუსფრთხო ელ. ძრავების კაპიტალური რემონტი დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში
ძრავების ტიპი და შესაბამისი რაოდენობა:
1 | ВАО 2 315 M 8 | 132 კვტ | 750 ბრ/წთ | 2 ცალი |
2 | ВАО 112 M 4 | 3 კვტ | 1500 ბრ/წთ | 4 ცალი |
3 | 315 M/L - 04 | 200 კვტ | 1500 ბრ/წთ | 1 ცალი |
4 | ВАО 250 4M | 250 კვტ | 1500 ბრ/წთ | 1 ცალი |
5 | АИР 160 S 6 | 11 კვტ | 1000 ბრ/წთ | 2 ცალი |
6 | АИР 132 S 4 | 7,5 კვტ | 1500 ბრ/წთ | 2 ცალი |
7 | АИР 112 M 4 | 5,5 კვტ | 1500 ბრ/წთ | 2 ცალი |
ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება. ძრავების მიწოდება ეტაპობრივად მოხდება დამკვეთის მიერ.
ლოტი N2: სხვადასხვა დეტალების დამზადება:
- გაზის გაგრილების 3 კვტ-ი ელ.ძრავის 10 ც ფრთის დამზადება, ბალანსირება. დამკვეთის მიერ მიწოდებული ნიმუშის მიხედვით.
- 75 კვტ, 132 კვტ, 200 კვტ, 250 კვტ სიმძლავრის ფეთქებად უსაფრთხო ელ.ძრავების წინა და უკანა 10 (5+5) ცალი გამნიავებლის ჩამოსხმა, სახარატო დამუშავება და ბალანსირება.
კომპანია ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენილი დოკუმენტაცია:
ლოტი N1:
- თითოეული ძრავისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური ხარჯთაღრიცხვა კაპიტალური რემონტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
ლოტი N2:
- კომერციული წინადადება თითოეული დეტალისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის რაოდენობაზე. - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- დამკვეთი იტოვებს უფლებას გამარჯვებულისგან მოითხოვოს შემდეგი სახის დოკუმენტები:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. ელ.ფოსტა: l_tsiklauri@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლევან ლაბაძე; საკონტაქტო ნომერი: 595 33 44 24;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 2 მარტი, 14:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება