
ჩაბარების ვადა:
16 მარტი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2301 - ტენდერი ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე 07/03-NEO-S/D-17
საპროექტო სამუშაოების აღწერა:
- ზესტაფონის ავტო გაზგასამართი სადგური: გაზსადენის ალტერნატიული ტრაექტორიის მოძიება (დაახლოებით 1,2 კმ.), აღრიცხვის კვანძის მდებარეობა და პროექტირება (ს.კ 32.03.34.139)
- მშენებლობის ნებართვის აღებისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
- აზოვითი ნახაზის მომზადება;
- ტოპოგრაფია;
- გეოლოგია;
- მარშრუტზე მოხვედრილი მიწების საკუთრების დადგენა. - ზესტაფონის ავტო გაზგასამართი სადგურის ტექნოლოგიური პროექტირება (კომპრესორების, სვეტების, რესივერების განლაგება, მაღალი წნევის მილების განლაგება და მიერთება) მიერთება), წარმოსადგენია: შესაბამისი მუშა დოკუმენტაცია ხუთი ალბომისა და ელექტრონული ვერსიის სახით;
- მარნეულის ავტო გაზგასამართი სადგურის ტექნოლოგიური პროექტირება (კომპრესორების, სვეტების, რესივერების განლაგება, მაღალი წნევის მილების განლაგება და მიერთება) (ს.კ. 83.02.12.049) მიერთება), წარმოსადგენია: შესაბამისი მუშა დოკუმენტაცია ხუთი ალბომისა და ელექტრონული ვერსიის სახით;
- ვარკეთილის ავტო გაზგასამართი სადგურის ტექნოლოგიური პროექტირება (კომპრესორობის, სვეტების, რესივერების განლაგება, მაღალი წნევის მილების განლაგება და მიერთება) (ს.კ 01.19.36.014.008) მიერთება), წარმოსადგენია: შესაბამისი მუშა დოკუმენტაცია ხუთი ალბომისა და ელექტრონული ვერსიის სახით;
შენიშვნა: დამკვეთი იტოვებს უფლებას: სხვადასხვა პროექტი შეისყიდოს სხვადასხვა პრეტენდენტისგან.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით თითოეული პროექტისათვის ცალცალკე;
- ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციისა და საკონტრაქტო ღირებულების მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
- თითოეული პროექტისათვის ცალცალკე;
- ოთხივე სამუშაოს ერთად განხორციელების შემთხვევაში; - ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
- საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 16 მარტი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები