
1 აპრილი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2313 - ტენდერი ვებ-გვერდის შექმნაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ვესტ საიდ ჯგუფი” ( სატრანსპორტო კომპანია “Reno Taxi”) აცხადებს ტენდერს ვებ-გვერდის შექმნაზე.
ვებ-გვერდის შექმნისას შემსრულებელი კომპანია პასუხისმგებელია შემდეგზე:
- სრულად მოქმედი, განახლებადი ვებ-ვერდის შექმნა, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
- ვებ-გვერდის მენეჯმენტის სისტემის წარდგენა, აუცილებელია ვებ გვერდი იყოს მართვადი;
- ვებგვერდის სერვერზე განთავსება;
- დახმარების გაწევა ვებ-გვერდის შინაარსისა და ინფორმაციის განახლებაში;
- ვებ-გვერდის ადმინისტრატორის თანამდებობაზე შერჩეული პირის ტრენინგი შემდგომში ვებ-გვერდის სრული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
- ვებ-გვერდის გაშვების შემდგომ მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონსულტაციების უზრუნველყოფა.
განაცხადს/წინადადებას უნდა ერთვოდეს ვებ-გვერდის მონახაზი, ესკიზი, ბიუჯეტი, დამატებით ტექნიკური საკითხების დეტალები და განმცხადებლის მიერ შექმნილი ვებ-გვერდების ნიმუშები. წინადადების წარდგენისას გთხოვთ წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება 2017 წლის 13 მარტიდან 2017 წლის 1 აპრილამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: maikokartvelishvili120180@gmail.com და დალუქული კონვერტის სახით შემდეგ მისამართზე: გმირთა მოედნის N1 (ცირკთან);
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:
მაია ქართველიშვილი
ტელ: (+995) 599 87 75 54
ელ. ფოსტა: maikokartvelishvili120180@gmail.com
ტექნიკური დავალება იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
ტენდერის კატეგორია:
- 72400000 ინტერნეტმომსახურებები
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 72300000 მონაცემთა მომსახურება