
7 აპრილი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2358 - ტენდერი დოკუმენტბრუნვის პროგრამის შექმნა-დანერგვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე კერძოდ, დოკუმენტბრუნვის პროგრამის შექმნა-დანერგვაზე კომპანიის მასშტაბით 24/03-GIEC-S/DMS-17
შესყიდვის ზოგადი პირობები:
- მომხმარებელთა საორიენტაციო რაოდენობა 80-100;
- განიხილება როგორც მზა პროგრამის დანერგვის ისე ახალი პროგრამის დაწერის ალტერნატივა;
აუცილებელი პირობა: პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს ტექნიკური მხარდაჭერის (Support) შესაძლებლობა;
დეტალური ტექნიკური დავალება, პროცესების აღწერა, გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილებში.
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებას წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:
- ანალოგიური პროექტების განხორციელების გამოცდილება საქართველოს ტერიტორიაზე:
- წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტების ჩამონათვალი დამკვეთის, პერიოდისა და კონტრაქტის ჯამური ღირებულების მითითებით; - მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდირებულია ორი);
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დეტალურად ჩაშლილი შემდეგი პუნქტებით:
- პროგრამის შესყიდვის ფასი;
- პროგრამის სრულად გაშვების ფასი ტესტირების ეტაპის ჩათვლით;
- ლიცენზიების ფასის მატრიცა მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით;
- თანამშრომლების ტრენინგი პროგრამის მოხმარებაზე (დასატრენინგებელი თანამშრომლების რაოდენობა განისაზღვრება ერთობლივად);
- ტექნიკური მხარდაჭერის წლიური გადასახადი; - დეტალურად გაწერილი გადახდის პირობები და ვადები;
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - სისტემის სრულად დანერგვისთვის დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი;
- სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო გარემოს აღწერილობა;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას კომპანიას მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18, GIG Plaza;
საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; ტელ: 551 11 22 22; ელ-ფოსტა: v_maisuradze@giec.ge.
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების დასმა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართებზე: to a_jikia@gig.ge ; cc: v_maisuradze@giec.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ტექნიკური ხასიათის კითხვების დასმა შესაძლებელია არაუგვიანეს 2017 წლის 31.03.2017, 18:00 საათი
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 07.04.2017, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები