23 სექტემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT23787 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.
ძირითადი მოთხოვნები:
- ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას წინამდებარე ტენდერში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის გამოცდილება ბოლო სამი წლის განმავლობაში;
- ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი მსგავსი მასშტაბის კონტრაქტი კომპიუტერული ტექნიკის მიწოდებაზე.
სხვა მოთხოვნები:
- სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დანართ #1-ის შევსების გზით. ყველა ის ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
- შემოთავაზებული ტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს დანართ #1-ში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებსა (სპეციფიკაციები) და საგარანტიო პირობებს.
კონტრაქტის პირობები და ანაზღაურება:
- კონტრაქტის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტექნიკის მოწოდება 2024 წლის 15 ნოემბრამდე.
- კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის 10% გადახდილი იქნება ავანსად, ხოლო დარჩენილი 90%-ის ანაზღაურება მოხდება პროდუქციის მიწოდებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდგომ.
- ანაზღაურება მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
შერჩევის კრიტერიუმები:
- შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
- შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმად ასევე განიხილება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის უკეთესი ტექნიკური მახასიათებლები, ვიდრე ეს მითითებულია დანართ #1-ში.
- კანდიდატს აფლება აქვს წარმოადგინოს რამდენიმე კონფიგურაცია, მაგრამ არაუმეტეს 5-ისა.
- არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.
პროცედურა: წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს ტენდერში მონაწილეობის განაცხადი, ფასთა კვოტირების ფორმა და ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ ამ განცხადებაზე თანდართული ფორმის ჩამოტვირთვისა და შევსების გზით:
- დანართი # 1 (ფასთა კვოტირების ფორმა). გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ დოლარში, დღგ-ს გარეშე;
დანართს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
- ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
სატედენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს 2024 წლის 23 სექტემბრის 18:00 საათამდე შემდეგ ელ. მისამართზე: info@btu.edu.ge - სათაურით “ტენდერი კომპიუტერების შესყიდვაზე”.
წინასატენდერო კითხვების შემთხვევაში ასევე შეგიძიათ კითხვები მოიწეროთ მისამართზე info@btu.edu.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები