13 სექტემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
T23788 - ტენდერი ქოლ-ცენტრის ყურსასმენის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L”-ი აცხადებს ტენდერს - 30 ცალ ქოლ ცენტრის ყურსასმენის შეძენაზე.
შესაძენი ყურსასმენი: Jabra EVOLVE 30 II MS Stereo USB
მოწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირა. საგარანტიო პერიოდი: განისაზღვრება მინიმუმ 1 წლით.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენდებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის მოდელი და შესასყიდი რაოდენობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.
ანგარიშსწორების პირობა:
ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნის სრულად და ჯეროვნად მიწოდებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ტექნიკური დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- ყურსასმენის ტექნიკური დოკუმენტაცია საგარანტიო ვადის მითითებით. - სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს: ყურსასმენის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა) ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ტრანსპორტირება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული გადასახადები); საქონლის მიწოდების ვადას; საგარანტიო პერიოდს. სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
- ღირებულება;
- მოწოდების ვადა;
- საგარანტიო პერიოდი;
- ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
- ანგარიშსწორების პირობა; შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობითი ახსნაგანმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
კომპანია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეაჩეროს/შეწყვიტოს ტენდერი და არ გააფორმოს ხელშეკრულება ყოველგვარი ახსნა/განმარტების გარეშე.
დამატებითი ინფორმაცია წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია (პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით) უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
-
შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
-
ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
-
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 13 სექტემბერი, 18:00 საათი;
-
შეთავაზების ვალუტა: ლარი
-
ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
-
ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
ნინო წიკლაური
მობ: 577399855
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები