
ჩაბარების ვადა:
7 აპრილი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2385 - ტენდერი ქ. ბათუმში სარემონტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „პრემიუმ რეზიდენსი“ გიწვევთ ქ. ბათუმში, შპს "პრემიუმ რეზიდენსის" კუთვნილ სასტუმროში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2017 წლის 7 აპრილის 17:00 საათისა.
- შპს „პრემიუმ რეზიდენსი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს პრეტენდენტის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ ჯერადი ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 31.03.2017
- სატენდერო წინადადებების მიღება: 07.04.2017
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა: 14.04.2017
- ხელშეკრულების გაფორმება: 21.04.2017
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა არა უგვიანეს 7 აპრილის 17:00 საათისა;
პრეტენდენტებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე tenders@premiumresidence.ge
შესასყიდი მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები