
ჩაბარების ვადა:
3 მაისი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2401 - ტენდერი ინტერნეტ კომუნიკაციების მომსახურების შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ შემავალი კომპანიები: სს „სამედიცინო კორორაცია ევექსი“, სს „გეფა“ ( ჯი პი სი, ფარმადეპო), სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ და სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ლ“ პრეტენდენტებს სთავაზობს შეთავაზების წარმოდგენას გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში: „ინტერნეტ კომუნიკაციების მომსახურების შესყიდვაზე“
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2017 წლის 3 მაისის 18:00 საათისა.
- სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ შემავალი კომპანიები ერთობლივად განიხილავენ შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენენ პრეტენდენტ/ებ/ის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება : 04.04.2017
- სატენდერო წინადადებების მიღება: 03.05.2017
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა: 10.05.2017
- ხელშეკრულების გაფორმება: 17.05.2017
გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ ფაილებს და სრულად შეავსოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია . შევსებული შემოთავაზება გთხოვთ გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე tenders@evex.ge , არა უგვიანეს 25 აპრილის 18:00 საათისა.
ტენდერის კატეგორია:
- 32400000 ქსელები
- 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 72400000 ინტერნეტმომსახურებები
- 92200000 სატელევიზიო და რადიომომსახურებები