
20 აპრილი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2414 - ტენდერი ეკონომაიზერის დამზადებასა და სამონტაჟო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ: ეკონომაიზერის დამზადებასა სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე # 06/04-SAQN-P/ECO-17
მომსახურების აღწერა:
- სამუშაოების შესრულების ადგილმდებარეობა: ტყიბულის თესი, ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. N13;
- ქვაბის ტიპი: У-35-39/440 ВЦКС(ФКС);
- სამუშაოები შესრულდება დამკვეთის მასალით;
- შესასრულებელი სამუშაოების ზოგადი აღწერა:
- არსებული ეკონომაიზერის დემონტაჟი;
- ახალი ეკონომაიზერის დამზადება;
- ახალი ეკონომაიზერის მონტაჟი.
სამუშაოების დეტალური აღწერა და ეკონომაიზერის ნახაზები, გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილში.
შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებული პირები აუცილებლად უნდა მიბრძანდნენ მისამართზე ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. N13, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და არსებული სიტუაციის შესასწავლად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:
- ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ, დამკვეთის, სამუშაოსა და კონტრაქტის ღირებულების მითითებით;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ჯამური თანხა უნდა შეიცავდეს ყველანაირ ხარჯს, რაც დაჭირდება სამუშაოების შესრულებას. - სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალების ჩამონათვალი;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილები;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
საკვალიფიკაციო და სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელექტრონული ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით: ზურაბ მინდელი. საკონტაქტო ნომერი: 599 50 41 40.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 20 აპრილი, არაუგვიანეს 17:00 საათისა.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები