
ჩაბარების ვადა:
26 აპრილი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2417 - ტენდერი პოლიგრაფიულ მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში" შემავალი კომპანიები: სს "სამედიცინო კორორაცია ევექსი", სს "გეფა" ( ჯი პი სი, ფარმადეპო), სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" და სს "სადაზღვევო კომპანია იმედი ლ" პრეტენდენტებს სთავაზობს შეთავაზების წარმოდგენას გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში: პოლიგრაფიული მომსახურების შესყიდვაზე.
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2017 წლის 26 აპრილის 18:00 საათისა.
- სს "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში" შემავალი კომპანიები ერთობლივად განიხილავენ შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენენ პრეტენდენტ/ებ/ის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 07.04.2017
- სატენდერო წინადადებების მიღება: 26.04.2017
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა: 04.05.2017
- ხელშეკრულების გაფორმება: 11.05.2017
გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ ფაილებს და სრულად შეავსოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია . შევსებული შემოთავაზება გთხოვთ, გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე tenders@evex.ge არა უგვიანეს 26 აპრილის 18:00 საათისა.
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა