
ჩაბარების ვადა:
19 აპრილი 2017, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT2422 - ტენდერი ჯიხურების დამზადებაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“აცხადებს ტენდერს ჯიხურების დამზადებაზე.
შესასყიდი მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტექნიკური დავალება:
- ჯიხური უნდა დამზადდეს კარგად შეკრული რკინის კარკასით, გარე პერიმეტრი უნდა იყოს მოპირკეთებული კომპაქტ-ლამინატით, დათბუნება კედლების- მინაბამბით, შიდა კედლები უნდა იყოს ლამინატი, შესაბამისად თაროებიც და ღია კარადებიც იგივე მასალით. ვიტრაჟი ალუმინის (შავი ალუმინი) სახურავი მეტალოკრამიტი (ან სხვა შესაბამისი ხარისხის მასალა), დათბუნებული მინაბამბით. იატაკი ლამინატი, ელექტრო შემავალი კაბელი 4 კვეთიანი სპილენძი, ხოლო ქსელზე 2,5 იანი სპილენძი, 6 ელექტრო ჩამრთველის წერტილის მოწყობით, ელექტროობა უნდა იყოს ქსელში მაღალი დაცვით დამონტაჟებული. შიდა განათება დიოდური. გარეთ უნდაიყოს კონდიციონერის კომპრესორის სამაგრები.
- ჯიხური გათვლილია მობილურობაზე და მრავალჯერად გადატანაზე, შესაბამისად მისი ხარისხი უნდა იყოს მაღალი.
- ჯიხურის დამზადების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კვირა
- დასამზადებელი ჯიხურების რაოდენობა პირველ ეტაპზე ხუთი ცალი.
გადახდის პორობა: სტანდარტული საბანკო გარანტის მეშვეობით.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 19 აპრილი, 14:00 საათი.
საკონტაქტო პირი: სოსო ქარსელაძე
საკონტაქტო ნომერი: 0322 49 64 44 (285) მობ: 995 577 00 49 49
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 34 (პიქსელის შენობა) 6 სართული
ტენდერის კატეგორია:
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
- 14700000 ძირითადი ლითონები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 51800000 ლითონის კონტეინერების მონტაჟი