ჩაბარების ვადა:
        
    5 ნოემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT24343 - ფასთა გამოკითხვა საკაბელო ტრასების მონტაჟზე
- გამომცხადებელი: RMG Copper
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 5 ნოემბერი 2024 დრო 18:00
 
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას საკაბელო ტრასების მონტაჟზე.
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2024, 18:00 საათი
 - ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
 - პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება
 
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა : ქართული/რუსული/ინგლისური
 - კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
 - პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
 - კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
 
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- სამუშაოების დეტალური განფასება;
 - ანგარიშსწორების პირობა;
 - მომსახურების განხორციელების ვადები;
 - ინფორმაცია ანალოგიურ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
 - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
 - რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები
 
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
 - ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
 - კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
 
 საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 595 30 00 16
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
 
დოკუმენტაცია
                                                
                            
                            P01 C 24 10 241 GE ТЗ на монтаж кабельных трасс участок сгущения
                            P01 C 24 10 241 GE ТЗ на монтаж кабельных трасс участок сгущения
                        
                                                
                            
                            P01 C 24 10 241 TR signed
                            P01 C 24 10 241 TR signed
                        
                                                
                            
                            Опрос цен на  монтаж кабельных трасс
                            Опрос цен на  монтаж кабельных трасс
                        
                                                
                            
                            ТЗ на монтаж кабельных трасс участок сгущения
                            ТЗ на монтаж кабельных трасс участок сгущения
                        
                                                
                            
                            ფასთა გამოკითხვა  საკაბელო ტრასების მონტაჟზე
                            ფასთა გამოკითხვა  საკაბელო ტრასების მონტაჟზე