14 ნოემბერი 2024, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T24481 - ტენდერი ნათურების შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 7 ნოემბერი 2024 დრო 15:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 14 ნოემბერი 2024 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ნათურების შესყიდვაზე.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით
ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.
შესყიდვის ობიექტი:
| დასახელება | რაოდ. | |
| 1 | ლედ პანელური განათება | 70 | 
| 2 | პროჟექტორი | 5 | 
მახასიათებლები:
| 
 დასახელება  | 
 ლედ პანელური განათება  | 
| 
 სიმძლავრე  | 
 24W  | 
| 
 ფორმა  | 
 მრგვალი  | 
| 
 ზომის დიამეტრი  | 
 280 მმ  | 
| 
 ნათების ფერი  | 
 ნეიტრალი  | 
| 
 ძაბვის დიაპაზონი  | 
 220-240 ვოლტი  | 
| 
 წონა  | 
 0.4 კგ  | 
| 
 ფერი  | 
 თეთრი  | 
| 
 მონტაჟი  | 
 შიდა  | 
| 
 დასახელება  | 
 პროჟექტორი  | 
| 
 სიმძლავრე:  | 
 150W  | 
| 
 განათების ფერი:  | 
 ცივი განათება  | 
| 
 მასალა:  | 
 ალუმინი  | 
| 
 სიმაღლე:  | 
 230 მმ  | 
| 
 სიგრძე:  | 
 300 მმ  | 
| 
 ნათურის ტიპი:  | 
 ინტეგრირებული  | 
| 
 განათების წყარო:  | 
 დიოდი  | 
| 
 ძაბვის დიაპაზონი  | 
 220-240 ვოლტი  | 
| 
 მონტაჟი  | 
 გარე  | 
გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.
გარანტია - 2 წელი
მოწოდების ვადა:
მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად - 2025 წლის თებერვალში
მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნასყიდობის საგნის მოწოდება/დასაწყობება მითითებულ ლოკაციაზე.
ანაზღაურება:
თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
 - დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულებაში ჩაიდება მუხლი ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით სავალუტო კურსის პროპორციულად.
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
 
- ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
- განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
- სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
- გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
- მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
- დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
- სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 14 ნოემბერი, 15:00 საათი;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი
 - 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები
 - 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები