
ჩაბარების ვადა:
8 მაისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2476 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურის საპროექტო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართი სადგურის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე 27/04-NEO-S/D-17
მომსახურების აღწერა:
- ქალაქ თბილისში, თემქის დასახლება III მ/რ, V კვარტალი N25 ა (ს/კ 01.12.05.001.069) მდებარე მიწის ნაკვეთისთვის ავტო გაზგასამართი სადგურის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
- სრული საპროექტო ფართი - 2733 კვ. მეტრი;
საპროექტო დავალება გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- თანხები უნდა იყოს დეტალურად ჩაშლილი საპროექტო დავალების მიხედვით; - ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
- საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 8 მაისის, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები