
ჩაბარების ვადა:
4 აპრილი 2025, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T25899 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს “იორკ ჰოლდინგ გრუპი” ს.კ 430800733 აცხადებს ტენდერს სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი;
- არანაკლებ 3 სარეკომენდაციო წერილი, მსგავსი ტიპის პროექტების დამკვეთებისგან, შესაბამისი პროექტების მითითებით.
მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ:
- კომპანია უნდა წარმოადგენდეს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;
- კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სარემონტო სფეროში.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ხარჯთაღრიცხვას - დანართი N1-ის შესაბამისად;
- გამოსაყენებელი მასალის ჩამონათვალს და სპეციფიკაციებს;
- სამუშაოების შესრულების დეტალურ გეგმა-გრაფიკს;
- შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადას და პირობებს.
დანართში N2 მოცემულია რენდერი, რომელიც პრეტენდენტს დაეხმარება პროექტის მასშტაბის და დეტალების აღქმაში.
სამუშაოების ჩატარების მისამართი:
ქალაქი თბილისი, ინტენსიფიკაციის გზა N14
საკადასტრო კოდი: 01.14.16.014.419
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 4 აპრილი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ადმინისტრაციული საკითხები - procurement@yorktowers.com
ტექნიკური საკითხები - მობ: 577689450
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება