22 აპრილი 2025, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T26086  - ტენდერი სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსის შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 14 აპრილი 2025 დრო 15:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 22 აპრილი 2025 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსის შესყიდვაზე.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით
ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.
შესყიდვის ობიექტი:
| პროდუქტი | რაოდენობა | 
| სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსი (CASHBOX) | 520 | 
მახასიათებლები:
- კორპუსის ნახაზი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილაში (დანართი N4)
 - მეტალის კონსტრუქცია უნდა დამუშავდეს ანტიკოროზიული გრუნტით და შემდეგ შეიღებოს თერმულად მითითებულ ფერებში
 - გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ დამზადება
 
მოწოდების მისამართი და პირობები:
ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
მოწოდება უნდა განხორციელდეს 2025 წლის 15 ივნისამდე ეტაპობრივად.
ანაზღაურება:
ყოველი ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
 - დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
 
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 22 აპრილი, 15:00 საათი
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი 
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
 - 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები