ჩაბარების ვადა:

15 ივნისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T26312 - ტენდერი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის შენობაში გარე საევაკუაციო კიბის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია” აცხადებს ტენდერს: რვასართულიანი შენობის სახანძრო-საევაკუაციო კიბის მოწყობაზე.

შეკვეთის აღწერა:

შენობაში უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საევაკუაციო კიბის მოწყობა, რაც მოიცავს როგორც ახალი კიბის მშენებლობას, ისე შენობის შესაბამისი ნაწილის დემონტაჟსა და საჭირო აღდგენით სამუშაოებს. კონკრეტულად:

  • რვასართულიანი შენობის საევაკუაციო კიბის პროექტის მიხედვით მშენებლობა;
  • შენობის იმ ნაწილის დემონტაჟი, საიდანაც უნდა განხორციელდეს კავშირი საევაკუაციო კიბესთან თითოეული სართულიდან;
  • საევაკუაციო შესასვლელ-გამოსასვლელის მოწყობა თითოეულ სართულზე;
  • შენობის დაზიანებული ნაწილების აღდგენა და დასრულებული სახის მიცემა;
  • სამშენებლო ნარჩენების გატანა და ტერიტორიის მოწესრიგება;
  • ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს მოქმედი სამშენებლო ნორმების (დაცვითი ზომები, ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეგულაციები) სრული დაცვით;
  • დემონტაჟისა და მშენებლობის პროცესში უნდა იქნას უზრუნველყოფილი შენობის სტრუქტურული უსაფრთხოება და დამკვეთის საქმიანობის შეწყვეტის გარეშე შენობის ფუნქციონირება;
  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა ჰყავდეს დანიშნული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების განხორციელების სრულ პერიოდზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლსა და დაცვას. პრეტენდენტმა ტენდერში უნდა წარადგინოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის ბრძანება და მისი სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ უნდა მომზადდეს შესაბამისი  დოკუმენტაცია

გარანტია:

  • შესრულებულ სამუშაოებზე და გამოყენებულ მასალებზე აუცილებელია მინიმუმ ხუთწლიანი გარანტიის გაწევა.
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით;
  • სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალები, უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან. 

ძირითადი მოთხოვნები და გამოასგზავნი დოკუმენტებისა და ფაილების ჩამონათვალი:

  • მინიმუმ 3 წლის გამოცდილება სამშენებლო სამუშაოებში
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ
  • ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე
  • შესაბამისი ლიცენზიები და ნებართვები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის ამონაწერი რეესტრიდან
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ
  • მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით
  • გარანტიის პირობების აღწერა
  • სამუშაოს შესრულების დეტალური გეგმა და ვადები
  • დეტალური ხარჯთაღრიცხვა
  • სარეკომენდაციო წერილი (სასურველია)

დამატებითი პირობები:

  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს ფართის და მიმდებარე ტერიტორიის გენერალური დალაგება/დასუფთავება;
  • აუცილებელია PDF ვერსიასთან ერთად წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის excel ფაილი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2025 წელი, 18:00 საათი, ელ.ფოსტაზე: tenders@tma.edu.ge

პასუხისმგებლობა:

  • შპს „პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია“ უფლებამოსილია ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. 
  • ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.
  • ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას შპს „პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამეციდინო აკადემიისთვის“
  • შპს “პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია” იტოვებს უფლებას ხელშეკრულების ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს. 
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება. 
  • გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

სამუშაოს შესრულების ადგილი:  ქეთევან წამებულის 51/2, თბილისი, საქართველო. 

დამატებითი კითხვებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: tenders@tma.edu.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები