ჩაბარების ვადა:

7 მაისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T26313 - ტენდერი უნიფორმების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 2 მაისი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

 სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს უნიფორმების შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა შეავსოს და წარმოადგინოს ფინანსური შეთავაზება - დანართი N1 და ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2; 
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის კვალიფიცური ან მატერიალური ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს;
  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შესყიდვის ობიექტის ღირებულებები იქნება ფიქსირებული;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს

წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.  

წინადადების წარდგენით კომპანია ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებსა და პირობებს. 

ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:

  • ფინანსური შეთავაზების წარმოდგენა;
  • ნიმუშების წარმოდგენა (ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ ქ. თბილისში).

გამარჯვებულის გამოვლენამდე, ბანკი უფლებამოსილია დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით. 

ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

1.1. დასახელება, რაოდენობა და ტექნიკური პარამეტრები

ტანსაცმლის სტილი და ფოტოები იხ. თანდართულ პრეზენტაციაში.

პრეტენდენტმა დანართ N1-ში უნდა მიუთითოს შემოთავაზებულ კომპლექტში შემადგენელი საქონლის სპეციფიკაცია (ნაჭრის შემადგენლობა, fit და სხვა დეტალები). შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს იარლიყი სადაც დაფიქსირდება გამოყენებული ქსოვილის შემადგენლობა და მოხმარების წესები. ასევე უნდა ჰქონდეს ზომის აღმნიშვნელი. 

უპირატესობა მიენიჭება მზა წარმოების პროდუქტის შემოთავაზებას, თუმცა შესაძლებელია განვიხილოთ შეკერვა შემსყიდვველის მოთხოვნების გათვალისწინებით.

ზომების დადგენა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მხარეებს შორის შეთანხმებული პროცესის შესაბამისად. ასევე, ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებულ ექსტრა რაოდენობაზე, შესასყიდი კომპლექტაციის სქესი განისაზღვრება ახალი თანამშრომლების შერჩევის შესაბამისად. 

შემოთავაზება შეიძლება დასახელებული ფერებიდან, საიდანაც საბოლოო ეტაპზე ბანკის მიერ მოხდება კონკრეტული ფერების/ნაჭრების შერჩევა.

ცხრილი იხილეთ თანდართულ ფაილში: სატენდერო დოკუმენტაცია.

* ცხრილში მითითებულია პირველ ეტაპზე მოსაწოდებელი საქონლის სრული რაოდენობა - 109 ცალი. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებით შეკვეთის განხორციელება, 35-მდე თანამშრომლისათვის.

1.1. საქონლის მიწოდების ვადა

ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლის ვადით. აღნიშნულ ვადაში, ბანკი საქონლის მიღებას გეგმავს ეტაპობრივად, თითოეულ შემთხვევაში, მოთხოვნით განსაზღვრულ კონკრეტულ, მაგრამ არაუადრეს 14 (თოთხმეტი) და არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

1.2. საქონლის მიწოდების ადგილი

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებლის ხარჯით, შემდეგ მისამართზე:

  • პირველადი შეკვეთის მიწოდება - ქ. ბათუმი, რუსთაველის N22;
  • შემდგომი მიწოდებები: ქ. ბათუმი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, N5-7/ შოთა რუსთაველის ქუჩა, N43 

1.3. საგარანტიო პირობები

შემოთავაზებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 6 (ქვს) თვინი საგრანტიო ვადა. საგარანტიოპერიოდში საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს. რეცხვის დროს - ზომას, ფორმასა და ფერს. აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში (მათ შორის ფორმისა და ფერის დაკარვა), მიმწოდებელი ვალდებულია ბანკის სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს იგი ან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შეცვალოს ახალიშესყიდვის ობიექტით, ბანკის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

1.4. ნიმუში:

გამარჯვებულის გამოვლენამდე, შერჩეული პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები.

პრეტენდენტი, რომლის ნიმუშიც არ დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს, დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან.

გამარჯვებულ პრეტენდენტს ნიმუშები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების დაბრუნების მოთხოვნა შეუძლიახელშეკრულების მოქმედების ვადის გავლის შემდეგ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულივადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტის მიერწარმოდგენილი ნიმუშებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების დაბრუნებაზე;

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალურიდათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყიდვის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისგან ან/დაელექტრონულ ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშისგან, ბანკი უფლებამოსილია მიმწოდებელს სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის მეშვეობით მოთხოვოს აღნიშნულის გამოსწორება ბანკის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

1.5. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტ ან/და შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის ან/და უნიფორმების) წარმოება/მიწოდების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • დაკისრებული ვადებულების შესასრულებლად პრეტენდენტ ან/და შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელ კომპანიას უნდა ჰყავდეს კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

1.6. ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია

ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა ყველა სავალდებულო დოკუმენტი უნდა ატვირთონ პლატფორმაზე https://tenders.ge/ . დოკუმენტები უნდა აიტვირთოს უფლებამოსილი პირის კვალიფიცური ან მატერიალური ხელმოწერით, ელექტრონული სახით. 

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ფინანსური შეთავაზება - დანართი N1;
  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2;
  • კომპნიის მოღვაწეობის მოკლე აღწერა/პრეზენტაცია (სადაც ნაჩვენები იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, შესრულებული პროექტები, კლიენტების სია და სხვა);
  • რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

* ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

1.7. შეფასების კრიტერიუმები

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: 

  • ფინანსური წინადადება 80%
  • წარმოდგენილი ნიმუში 20%*

* პრეტენდენტი, რომლის ნიმუშიც არ დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს, დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან.

წინადადებები შეფასდება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და წონების მიხედვით. წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 7 მაისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
ცირა რუხაძე
Ts.rukhadze@bog.ge
+995 555 330 646

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 მაისი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა