ჩაბარების ვადა:

21 მაისი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T26324 - ტენდერი ბჟუჟა ჰესი - მდ. კალოვაზე თევზსავალის პროექტის განხორციელების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს

ბჟუჟა ჰესი - მდ. კალოვაზე თევზსავალის პროექტის განხორციელების შესყიდვაზე

#02/05-GIEC-Hydro/FishLadder BZH-25 

პროექტის გეგმა და სამუშაოების აღწერილობა წარმოდგენილია დანართის სახით:

  • დანართი 1. სამუშაოს მოცულობების უწყისი
  • დანართი 2. პროექტის გეგმა

მისამართი:  ბჟუჟა-ჰესი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, კოორდინატები: 41.856119, 42.136966.

სამუშაოების შესრულების საორიენტაციო ვადა: 2025 წლის ივნისი-ივლისი

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).

აუცილებელი პირობები:

  • აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
  • შემსრულებელი უნდა იყოს აღჭურვილი მითითებული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ყველა სპეც. ტექნიკით;
  • გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება ობიექტის დათვალიერება და სამუშაოების ზუსტი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა შესათანხმებლად დამკვეთისთვის.

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - “ბჟუჟა ჰესი, მდ. კალოვაზე თევზსავალის პროექტის განხორციელებადა ნომერი - #02/05-GIEC-Hydro/FishLadder
BZH-25
, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. 

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის, 21 მაისი, 17:00 სთ.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:

თორნიკე ჩაგუნავა
პროექტ-მენეჯერი
ტელ.: 555-466-555

ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: თამარა დვალიშვილი
ტელ: 557 77 88 85. 

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები