ჩაბარების ვადა:

20 მაისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T26343 - ტენდერი ელექტრომობილების დამტენი სადგურის შესყიდვა, მონტაჟსა და სრულფასოვანი ფუნქციონალის უზრუნველყოფაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 6 მაისი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს  ელექტრომობილების დამტენი სადგურის შესყიდვა, მონტაჟსა და სრულფასოვანი ფუნქციონალის უზრუნველყოფაზე.

ტენდერის აღწერილობა:

ელექტრომობილების დამტენი სადგური შესყიდვა, მონტაჟი და სრულფასოვანი ფუნქციონალის უზრუნველყოფა. (ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარეშე).

კონკრეტული დავალება:

შემოთავაზებული დამტენი მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სპეციფიკაციებს:

  • დამტენის სიმძლავრე: მინ. 120 კვტ, (გაძლიერების შესაძლებლობა 160 კვტ-მდე)
  • კონექტორები:
      - CCS 2 (DC)
      - GB/T (DC)
  • ერთდროულად ორივე კონექტორით დატენვა
  • გამომავალი ძაბვა: 150 – 1000 V
  • გამომავალი დენი: 200 – 450 A
  • კომუნიკაციის მოდული: 4G
  • კომუნიკაციის პროტოკოლი: OCPP 1.6J
  • გარანტია: არანაკლებ 3 წელი
  • TÜV სერთიფიკატი

სხვა მოთხოვნები მომწოდებელთან:

კომპანიას უნდა გააჩნდეს ელექტრომობილების დამტენების მიწოდება/მონტაჟის გამოცდილება  (წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ ან მინიმუმ 2 წინა პროექტი).

გადახდის პირობები:

მოლაპარაკების საფუძველზე.

მოწოდების პირობა:

სრული პროექტის შესრულების ვადა: არაუგვიანეს 2-3 თვისა ხელშეკრულების გაფორმებიდან. (სწრაფი მიწოდება ჩაითვლება უპირატესობად).

ტენდერის ვადები: 14 კალენდარული დღე

ხელშეკრულების ვადები: 1 წელი

საგარანტიო პირობები: 

  • პრობლემაზე რეაგირება – მაქსიმუმ 1 სამუშაო დღე შეტყობინებიდან
  • პრობლემის დიაგნოსტირება/დადგენა – მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე
  • დაზიანებული დეტალის ჩანაცვლება/შეკეთება – მაქსიმუმ 2 კვირა

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 მაისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

ბექა ჩიხლაძე 
577 503 377

ტენდერის კატეგორია:

  • 35300000 იარაღი, საბრძოლო მასალა და აქსესუარები (თანმდევი ნაწილები)
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 მაისი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა