30 ივნისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2635 - ტენდერი კონდენციონერული სისტემის შესყიდვა/მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 30 ივნისი 2017 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს კონდენციონერული სისტემის შესყიდვა/მომსახურებაზე.
| # | დასახელება | ფასი | 
| 1 | კონდიციონერების შესყიდვა + თანმდევი მომსახურება (მიუთითეთ დანართში ცხრილი #1-ის ფასების ჯამი) | |
| 2 | ფილიალების გათბობა გაგრილების სისტემის სერვისი (მიუთითეთ დანართში ცხრილი #2-ის ფასების ჯამი) | |
| 3 | გაგარინის 29 ა (სათაო) მომსახურება (მიუთითეთ დანართში ცხრილი #3-ის ფასების ჯამი) | 
შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები:
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
 - სტანდარტულზე ზევით მაგისტრალის დაგრძელება 1 გრძივი მეტრის ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა საჭირო მასალა: შესაბამისი კვეთის სპილენძის მილები, სადრენაჟე მილი, შესაბამისი ელექტრო კაბელი, საიზოლაციო მასალა და ა.შ;
 - ფასი უნდა მოიცავდეს თბილისის, მცხეთის და რუსთავის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებას;
 - საგარანტიო მომსახურება 1 წელი;
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 23 ივნისიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით ჩათვლით;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში პროდუქტი #1-ის, პროდუქტი #2-ის და პროდუქტი #3-ის გასწვრივ ;
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 599 565992 - გიორგი ბუქური
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივნისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=756&lang=geo 
ტენდერის კატეგორია:
- 39700000 საოჯახო ტექნიკა
 - 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები