
14 მაისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26378 - ტენდერი PSP-ს აფთიაქების ფასადების და სარეკლამო/საბანერე ადგილების აზომვასა და დეტალური დოკუმენტაციის მომზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს პსპ ფარმა აცხადებს ტენდერს, რომლის მიზანია PSP-ს ყველა ფილიალის ფასადების და სარეკლამო ზონების დეტალური აზომვისა და დოკუმენტაციის მომზადება, რაც გამოყენებული იქნება ბრენდინგის, გარე რეკლამისა და დიზაინის პროექტების განსახორციელებლად.
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მთელი საქართველოს მასშტაბით, პსპ-ს ყველა აფთიაქის ფასადის და სარეკლაო/საბანერე ადგილების (კელდები, ვიტრინები) აზომვა. ასევე, მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სარეკლამო/საბანერე ადგილების ზომების,ფოტოების და ფორმების მოწოდება შემდეგი ფორმატით:
- თითოეული აფთიაქის ფასადის ფოტო და ნახაზი PDF ფორმატით (მიმაგრებულია ნიმუში)
- აფთიაქების ბაზა Excel ფორმატით, სადაც მითითებული იქნება აფთიაქის ნომერი, მდებარეობა, კატეგორია, საბანერე/სარეკლამო ადგილების რაოდენობა და კატეგორია, საბანერე/სარეკლამო ადგილების ზომები (მიმაგრებულია ნიმუში)
დოკუმენტაცია თითოეული აფთიაქისთვის (PDF ფორმატი):
- ფასადის ფოტოები ( დღის სინათლეზე გადაღებული, ფრონტალური და გვერდითი ხედით, საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე კუთხიდან);
- გრაფიკული ნახაზი აზომვითი ნიშნულებით;
- აღნიშნული უნდა ასახავდეს ფასადზე არსებულ ყველა სარეკლამო/საბანერე ზონას.
აფთიაქების ბაზა:
მოცემული უნდა იყოს შემდეგი ველებით:
- აფთიაქის ნომერი
- მდებარეობა (ქალაქი/მისამართი)
- კატეგორია (მაგ. A, B, C – თუ არსებობს შიდა კლასიფიკაცია)
- ფასადზე არსებული საბანერე/სარეკლამო ადგილების რაოდენობა
- თითოეული ადგილის განზომილება (სიგანე/სიმაღლე სანტიმეტრებში)
- ადგილების ტიპი (მაგ. ვიტრინა, კედელი, ლაითბოქსი და ა.შ.)
ტექნიკური მოთხოვნები
- ფოტოები უნდა იყოს მაღალი ხარისხის (მინიმუმ 300 dpi).
- ნახაზები PDF-ში უნდა იყოს მკაფიო, მასშტაბური და ერთნაირ სტილში შესრულებული.
- ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ციფრულად, სტრუქტურირებულად (დასახელებული საქაღალდეები აფთიაქის ნომრის ან მდებარეობის მიხედვით).
- მონაცემები უნდა განთავსდეს ერთიან ღრუბლოვან სივრცეში (Google Drive, Dropbox ან სხვა) — ბმული უნდა მიეწოდოს დამკვეთს.
- მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ჯგუფის გადაადგილება და საჭირო აღჭურვილობა (დრონი, თუ საჭიროა მაღალგანლაგებული ზონების გასაზომად).
- ფასადის რთულად მისადგომი ან სპეციალური დაშვების საჭიროების მქონე ზონების გაზომვა უნდა განხორციელდეს დამკვეთთან შეთანხმებით.
თანამშრომლობის პირობები
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მოკლე გეგმა და გრაფიკი სამუშაოს შესრულებისთვის.
- სამუშაოს ვადა: უნდა განისაზღვროს წინასწარი შეთანხმებით
შეფასების კრიტერიუმები ტენდერში მონაწილეობისთვის:
- მსგავს პროექტზე გამოცდილების დამადასტურებელი მაგალითები (პორტფოლიო).
- შემოთავაზებული გუნდის მოკლე აღწერა.
- ვადებისა და სამუშაო გეგმის წარმოდგენა.
- ფასის წინადადება.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 14 მაისი, 18:00 სთ.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ პირმისაშვილი
+995 599499981
t.pirmisashvili@psp.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები