
19 მაისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT26392 - ფასთა გამოკითხვა ამწის მომსახურებაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
სს. არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას ამწის მომსახურებაზე.
მომსახურების შინაარსი:
- გვესაჭიროება 400 ტ-იანი ამწე, სავარაუდოთ 5/10 დღის სამუშაო.
- შესასრულებელი სამუშაო: შემასქელებელი დანადგარის თავზე ორი ხიდის დამონტაჟება.
- სამუშაოს აღწერილობა: გამასქელებელი დანადგარის წამყვანი ნაწილების აწყობა და მონტაჟი (ხიდი, ძრავი, რედუქტორი, ჭა და მილ გაყვანილობა).
- ამწის დამონტაჟების ცენტრიდან, გამსქელებელი დანადგარის ცენტრამდე მანძილი 55 მ-ია. მათ შორის არის 16 მ-იანი სიმაღლის შენობა. სამუშაო უნდა შესრულდეს ამწის ბრამ
- ზონაში, რაციის გამოყენებით. ხიდის ყველაზე მძიმე ნაწილი 13000 კგ-ს იწონის.
- სამუშაოების დაწყების სავარადო თარიღია 2 ივნისი.
კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 19.05.2025 18:00 საათი
კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით.შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:
- ენა : ქართული/ინგლისური/რუსული
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- მომსახურების ღირებულება;
- ანგარიშსწორების პირობა;
- განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- გთხოვთ მოგვაწოდოთ ამწის გამოყენების დღიური ფასი დღგ-ს ჩათვლით. (ფასში შედიოდეს, ტრანსპორტირება, მონტაჟო/დემონტაჟი და დაგეგმილი სამუშაოს შესრულება).
წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში N1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
ელ-ფოსტა: kaleksimeskhisvili@richmetalsgroup.com
ტელ: +995 595300016
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები